ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) ქართველ კოლეგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

8 ნოემბერი 2017

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია ქართველ ადვოკატებს ღირსშესანიშნავ დღეს- 8 ნოემბერს, ადვოკატის დღეს ულოცავს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი და ქართველი ადვოკატების დიდი მეგობარი, ქალბატონი მარია სლაზაკი  წერილში აღნიშნავს: ,,მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ახლახანს გახდა ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიღწევები შეუძლებელია არ დაფასდეს. ასოციაცია მუდმივად იდგა პროფესიის ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე, იცავდა საკუთარ დამოუკიდებლობას და იბრძოდა საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისათვის. პროფესიული საიდუმლოებისა და მოქალაქეთა ინტერესების დაცვისას ბევრი ადვოკატი იდევნებოდა, განიცდიდა ზეწოლას და დაპატიმრებულებიც კი იყვნენ. თქვენი მოქმედებების წყალობით, უფლებათა დამცველები გადარჩნენ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამაგალითოა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადვოკატთა განათლების განვითარების კუთხით.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია წარმოადგენს მსოფლიოს ადვოკატთა თანამეგობრობის წევრს, აქტიურად მონაწილეობს ადვოკატთა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, ასევე ინტენსიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოსთან ადვოკატის უფლებების ეფექტურად დაცვისა და პროფესიული განვითარებისათვის ახალი სისტემის დასანერგად.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში (AEA-EAL) თქვენი გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას ერთობლივად დავგეგმოთ სამომავლო ღონისძიებები, რაც ინდივიდუალურ ადვოკატებსა და საადვოკატო ბიუროებს თანამშრომლობისა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან საერთაშორისო კავშირების დამყარების ახალ პერსპექტივებს შესთავაზებს.“

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი